|
2023-06-30 13:24:00, 900 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები ესტუმრნენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორები და სტუდენტები ესტუმრნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სტუმრებმა ქართული და უცხოური ვაზის ჯიშების უნიკალური კოლექცია დაათვალიერეს, გაეცნენ ვაზისა და ხეხილის აგროტექნიკას, დაავადებების პროგნოზირებისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს. „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდა ვირუსოლოგიის ლაბორატორიის საქმიანობაზე, მცენარეთა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების იმუნოფერმენტული (ELISA) და მოლეკულური (PCR) დიაგნოსტიკის მეთოდებზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ახალი გახსნილია და ითვალისწინებს სტუდენტებს შეასწავლოს მთის ორგანული ფერმერული მეურნეობების მართვის პრინციპები, ტურიზმისა და სოფლის განვითარების გზები. სოფლის მეურნეობაში ახალგაზრდა კადრების მოძიების და ჩართვის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზებზე რეგულარულად ტარდება სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან შეხვედრები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)