|
2023-06-29 19:46:23, 1264 ნახვა
საზოგადოება
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა
ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მიანიჭა. როგორც ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის პრეზიდენტმა, ჯოდი გინსბერგმა განაცხადა, პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები განაგრძობენ აქტიურობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას. "პრესაზე თავდასხმები იზრდება, თუმცა ჟურნალისტები განაგრძობენ აქტიურობას და სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების გაშუქებას, რომლებიც ყველას ძალას გვმატებს. ჩვენთვის პატივია, რომ ამ წლის გამარჯვებულები ვაღიაროთ: შესანიშნავი რეპორტიორები, ვინც, მათი გაჩუმებისთვის მნიშვნელოვანი ძალისხმევის მიუხედავად, დაუღალავად მუშაობენ, რათა გამოავლინონ კორუფცია, ძალადობა და არასწორი ქმედებები", - განაცხადა CPJ-ის პრეზიდენტმა ჯოდი გინსბერგმა. ცნობისთვის, ნიკა გვარამია პირველი ქართველი ჟურნალისტია, რომელმაც პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)