|
2023-06-29 13:11:57, 1060 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა
დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის ახალი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, ირინე დანელიამ მოაწერეს. "მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოსა და ბოტანიკურ ბაღს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევების, ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით. მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო ბოტანიკურ ბაღს გაუზიარებს მრავალწლიან გამოცდილებას გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ვიზიტორთა პროგრამების განხორციელების მიმართულებებით; მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) „წითელი ნუსხით” დაცული მცენარეების კვლევას. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა და ერთობლივი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით",- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)