|
2023-06-28 14:51:45, 1009 ნახვა
მსოფლიო
ხორვატიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
ხორვატიის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1932-1933 წლების ჰოლოდომორს უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებს. აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაTwitter-ზე წერს. კულებას თქმით, ჰოლოდომორის გენოციდად გლობალური აღიარება კვლავ აგრძელებს სწრაფ ზრდას. "დღეს ხორვატიამ აღიარა 1932-1933 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად. მადლობელი ვარ ხორვატიის პარლამენტის, რადგან ამ ისტორიული გადაწყვეტილებით მათ პატივი მიაგეს მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას. ჰოლოდომორის გენოციდად გლობალური აღიარება კვლავ აგრძელებს სწრაფ ზრდას",- წერს კულება. შეგახსენებთ, რომ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად სხვადასხვა დროს სხვდასხვა ქვეყნებმა აღიარეს, მათ შორისაა გერმანია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 1-ელ დეკემბერს მიიღო. ამავე წლის 15 დეკემბერს ჰოლოდომორის გენოციდად აღიარების შესახებ ევროპარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა. ევროპარლამენტის შემდეგ, უკრაინელი ხალხის გენოციდად ჰოლოდომორი 2022 წლის 23 მარტს ისლანდიამ, 2023 წლის 29 მარტს საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ (ეროვნულმა ასამბლეამ), 23 მაისს სლოვენიის პარლამენტმა, 25 მაისს ბრიტანეთის პარლამენტმა, 14 ივნისს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატამ, 21 ივნისს კი სლოვაკეთის პარლამენტმაც აღიარა. რა იყო ჰოლოდომორი? მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით, 2,2 მილიონი ადამიანი შეიწირა. 2006 წელს უკრაინის პარლამენტმა ჰოლოდომორი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად შეაფასა. შიმშილობა გამოწვეული იყო პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს. სხვა მოსაზრებით, ჰოლოდომორი საბჭოთა ინდუსტრიალიზაციასთან დაკავშირებული რადიკალური ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეული ტრადიციული შინამეურნეობების მოშლის შედეგი იყო. მსხვერპლნი იყვნენ არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსები, ყაზახები, ვოლგის გერმანელები და სხვები.
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
N339 და N385 მარშრუტებზე მოძრავი 12-მეტრიანი ავტობუსები 4 ივლისიდან 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩანაცვლდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)