|
2023-06-27 19:36:54, 852 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 29 წლისთავთან დაკავშირებით, აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 29 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ. შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმის ვიცე-მერი ლევან დავითაძე ესწრებოდნენ. ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 29 წელი გავიდა. მსურს მადლიერება გამოვხატო სამსახურის თითოეული თანამშრომლისადმი. აჭარაში ერთ-ერთი გამორჩეული შემადგენლობა გვყავს, ყველანი ვამაყობთ თქვენით. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი კოლეგების ხსოვნას. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების პროცესში. მადლობა ბატონ გენერალს გატარებული რეფორმებისთვის, მადლობა თითოეულ თქვენგანს გაწეული სამსახურისთვის" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ შეხვედრაზე. სამსახურის ხელმძღვანელმა და ოფიციალურმა პირებმა თანამშრომლებს სამსახურის დაარსების დღე მიულოცეს, მედლებითა და სიგელებით დააჯილდოვეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)