|
2023-06-27 12:57:49, 667 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მახათას აღმართისა და ეშბას ქუჩის დამაკავაშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა
ისნის რაიონში, მახათას აღმართისა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ახალი გზა ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს და ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს. „ეს არის სრულიად ახალი გზა, რომელიც ვაზისუბანში, „ჰუალინგის“ ტერიტორიიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც საგრძნობლად განტვირთავს ვაზისუბნის ქუჩებს და ერთიდან მეორე უბანში მოხვედრის დროს შეამცირებს. პროექტის ფარგლებში, მოეწყო გზის სავალი ნაწილი, ტროტუარი, გარე განათების ქსელი და დამონტაჟდა LED სანათები. დამეთანხმებით ის ადამიანები, რომლებიც აღნიშნული გზით უკვე სარგებლობთ, რომ გადაადგილება კომფორტულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ახალ გზაზე საგზაო მონიშვნებისა და გამწვანების სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)