|
2023-06-27 12:17:19, 807 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება
ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით სპეციალური მარშრუტები დაწესდება. აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გლდანისა და მუხიანის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“, კერძოდ, გობრონიძისა და ვეკუას ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიიდან; მესამე მასივში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით, ავტობუსი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან; მეტრომშენის დასახლებაში არსებული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით კი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან. „მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 8 აგვისტომდე, ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო, მასწავლებელთა გამოცდებიდან და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროცესში ჩართული ყველა პირის შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, ვგეგმავთ, დავაწესოთ სპეციალური მარშრუტები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა, გამოცდების ყველა მონაწილეს წარმატებები უსურვა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)