|
2023-06-27 09:59:16, 772 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ ავლევში მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორციელებს
ეროვნული სატყეო სააგენტო სოფელ ავლევში მავნებელ მწერთან ბრძოლის ღონისძიებებს ახორცილებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში, სატყეო ენტომოლოგების მიერ ფიჭვნარი კორომის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ მავნებელი მწერის - ფიჭვის ქარციხერხიას გავრცელება დასაშვებ ზღვარს აღემატება. „ტერიტორიაზე შეწამვლის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტო სპეციალისტები სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტყის მავნებლებისა და დაავადებების კონტროლის მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყის პათოლოგიური მონიტორინგის სისტემა ორი წლის წინ დანერგა, რაც საფრთხის შესახებ ადრეული შეტყობინებისა და სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. სოფელ ავლევის ფიჭვნარში, ისე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ტყისთვის ზიანის მომტანი მავნე მწერებისა და დაავადებების მონიტორინგს, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორიცელებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)