|
2023-06-26 09:50:10, 750 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საზღვაო აკადემიის სასწავლო ცენტრში ახალი სასიმულაციო სივრცის გახსნას დაესწრო
მეზღვაურთა დღის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სასწავლო, საწვრთნელ და სერტიფიცირების ცენტრში ახალი სასიმულაციო სივრცე გაიხსნა, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, გახსნის ცერემონიაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსი ახვლედიანმა. "საზღვაო აკადემიის წარმომადგენლების განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორი სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას მისცემს. სიმულატორის მწარმოებელია კომპანია Wartsila, რომელიც მსოფლიო ლიდერია საზღვაო ტექნოლოგიებსა და საზღვაო სფეროში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. მეზღვაურის საერთაშორისო დღის აღსანიშნად, ბათუმის საზღვაო აკადემიის ეზოში სტუდენტების მონაწილეობით დღეს სხვადასხვა საზეიმო აქტივობებიც გაიმართება",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)