|
2023-06-22 15:14:08, 701 ნახვა
საზოგადოება
იუსტიცია - EuroPris საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლების გახსნის შესახებ სტატიას აქვეყნებს
„ახალი ინოვაცია საქართველოში“ – ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაცია (EuroPris) საქართველოს პენიტენციურ სისტემაში იუსტიციის სახლების გახსნის შესახებ სტატიას აქვეყნებს. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოცემა პროექტს საერთაშორისო დონის ინოვაციას უწოდებს. სტატიაში ნათქვამია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი იუსტიციის სახლები ერთგვარი ჰაბია საჯარო და კერძო სერვისებს შორის. „საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პატიმრებისთვის ახალი საერთაშორისო ინოვაციის დანერგვა დაიწყო. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაიხსნება იუსტიციის სახლები, რომლებიც საჯარო და კერძო სერვისების ერთგვარ ჰაბს წარმოადგენს. პროექტი სსიპ „იუსტიციის სახლს“ და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ამ ინოვაციის მთავარი იდეაა პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლობების შემდგომი გაფართოება და უნიკალური პლატფორმის შექმნა ადეკვატური და გამარტივებული სერვისის მიწოდების მექანიზმის უზრუნველსაყოფად. ამ მიზნის მისაღწევად იუსტიციის სამინისტრომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახსნა იუსტიციის სახლები, პირველ ეტაპზე – საპილოტე პროექტით №16 და №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ეტაპობრივად გაიხსნება დამატებითი ფილიალები სხვა დაწესებულებებშიც. პირველად სასჯელაღსრულების სისტემის ისტორიაში, ციხის დაწესებულებებში არსებული საჯარო სერვისების ცენტრი ხელმისაწვდომი ხდება პატიმრებისთვის. სასჯელაღსრულების სისტემაში იუსტიციის სახლის ფილიალების გახსნის შემდეგ მსჯავრდებულებისთვის მომსახურება ისეთივე კომფორტული იქნება, როგორც იუსტიციის სახლების ნებისმიერი სხვა სტუმრისთვის. სერვისცენტრისთვის განკუთვნილი სივრცე სრულ შესაბამისობაშია იუსტიციის სახლის ინტერიერთან. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფთათვის ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი, მათ შორის, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების/დაბადების მოწმობების აღება; არასრულწლოვან ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანხმობის გაცემა; მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები; მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენა; განქორწინების მოწმობა; განათლების სერტიფიკატის/დიპლომის აღება და ა.შ. აღსანიშნავია ისიც, რომ პატიმრები აღნიშნული სერვისების მიღებას წინასწარი დაჯავშნით შეძლებენ. ამ სიახლეს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წლის ბოლომდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დანერგავს“, – წერია EuroPris-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, როგორც ამას იუსტიციის სამინისტრო იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)