|
2023-06-21 23:56:48, 702 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი - ღვიძლის ტრანსპლანტაციას სახელმწიფო სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს
ღვიძლის ტრანსპლანტაციას სახელმწიფო, სრულად 120 000 ლარით დააფინანსებს, -ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, სახელმწიფო ამ დრომდე, 120 ათასი ლარიდან მხოლოდ 70 ათას ლარს აფინანსებდა, პრემიერის აქტიური ჩართულობითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ღვიძლის ტრანსპლანტაციას სრულად დააფინანსებს. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ქართველი, კვალიფიციური ექიმები, ასეთ რთულ ოპერაციებს ჩვენს ქვეყანაში წარმატებით ატარებენ. „ამ პრობლემის მქონე მოქალაქეებს ხშირ შემთხვევაში მძიმე სოციალური ფონი აქვთ და ასეთი მასშტაბური თანხების მობილიზება უწევდათ, აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად სახელმწიფო სრულად აიღებს ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)