|
2023-06-21 10:17:21, 850 ნახვა
საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და პოლონეთის სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით „დაძმობილების პროექტის“ დახურვის ცერემონია გაიმართა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რკინიგზისა და პოლონეთის სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს „დაძმობილების პროექტის“ დახურვის ცერემონია გაიმართა. საქართველოს რკინიგზის ცნობით, პროექტი, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობს, მიზნად საქართველოს სარკინიგზო სექტორის ევროპულ სტანდარტებსა და დებულებებთან მიახლოებასა და საქართველოს რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების მხარდაჭერას ემსახურება. „დაძმობილების პროექტის“ ფარგლებში, პოლონელი ექსპერტები ქართველ პარტნიორებს ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, პროექტების შემუშავებასა და პრაქტიკული წინადადებების მომზადებაში ეხმარებიან. პროექტი, რომელიც 2021 წლის მარტში დაიწყო საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობას ითვალისწინებს. დახურვის ცერემონიაზე მხარეებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ისაუბრეს იმ ჩარჩო დოკუმენტებზე, რომელიც საქართველოს სარკინიგზო სექტორს ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებაში დაეხმარება",- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)