|
2023-06-20 23:26:38, 1110 ნახვა
საზოგადოება
ლომჯარია - მაღაროელებს ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვას გამოეხმაურა. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მაღაროელებს ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები უნდა ჰქონდეთ. "მაღაროელებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული შრომის ანაზღაურება, უსაფრთხო სამუშაო გარემო და კარგი სადაზღვევო პირობები! და საერთოდ, ჭიათურა ერთ-ერთი უმდიდრესი რაიონი უნდა იყოს და სიღარიბეში არ უნდა ცხოვრობდეს!", - წერს ნინო ლომჯარია. შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ჭიათურაში 3 000-ზე მეტი მაღაროელი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცა, ხოლო 13 ივნისს, მაღაროელების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო. მაღაროელების მოთხოვნებია :
15 ივნისს გაფიცულ მაღაროელებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდა. როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ დათმობისთვის, თუმცა იმავეს ითხოვდნენ მეორე მხარისგან. 16 ივნისს, ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, 18 ივნისს კი, კიდევ ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა. გუშინ, 19 ივნისს მაღაროში დასაქმებულთა ნაწილმა ჭიათურიდან თბილისში გადმოინაცვლა და პარლამენტის წინ კარვები გაშალა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)