12:57 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-19 19:05:41, 762 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მორიგი სამთავრობო მოლაპარაკებები დაიწყო

ქალაქ ბერლინში დღეს გაიხსნა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, მორიგი სამთავრობო მოლაპარაკებები, რომელზედაც მხარეები მიმოიხილავენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს, გერმანიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტების მიმდინარეობასა და პარტნიორობის ახალ, დაგეგმილ მიმართულებებს. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, მოლაპარაკებები გახსნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების მინისტრმა, სვენია შულცემ.

"მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებების ოქმს საქართველოს მხრიდან ხელს მოაწერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე გუნცაძე", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფრომაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვეტერანი სენატორი, რესპუბლიკელი ლინდსი გრემი გარდაიცვალა
ჩერგოლეიშვილი – ღნავიან, სასამართლოს დაწვის ამოცანით შენობაში შეჭრილ ელისაშვილს ამდენი წელი რატომ მიუსაჯესო, ამ უპასუხისმგებლო არსების ჰეროიზაციას ახდენენ
წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი – კახეთის რწმუნებული ადიდებულ მდინარეზე
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics