00:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-18 13:23:44, 745 ნახვა

საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ადგილობრივ მოსახლეობას მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა გააცნეს

„სოფლის განვითარების სააგენტო იწყებს ახალ პროგრამას, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას. პროგრამა საშუალებას მისცემს მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელ მოსახლეობას, საკუთარ საცხოვრებელ ადგილას წამოიწყონ საქმიანობა, მიიღონ შემოსავალი და შექმნან სამუშაო ადგილები. ამბროლაურსა და ცაგერში მოსახლეობას  გავაცანით პროგრამის პირობები და  პროცედურები. მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება სხვა რეგიონებშიც“,  - აღნიშნა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნატალია ხარატიშვილმა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში პროგრამის წარდგენისას, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილე  ქრისტინე კობახიძესთან ერთად იმყოფებოდა.

სოფლის განვითარების სააგენტო „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის“ პროგრამაში განაცხადების  მიღებას  27 ივნისს დაიწყებს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსება ერთ პოტენციურ ბენეფიციარზე შეადგენს არანაკლებ 30,000 ლარს და არაუმეტეს 100,000 ლარს, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ს. დამატებითი 10%-იანი ბენეფიტია განსაზღვრული ახალგაზრდა მეწარმეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის. აღსანიშნავია, რომ  პროექტის ჯამური ღირებულება, განაცხადის წარმოდგენის მომენტისთვის, არ უნდა აღემატებოდეს 500 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ პროგრამით დაფინანსდება, როგორც სასოფლო-სამეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა), ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი, გადამმუშავებელი საწარმოები, მარნები, მცირე საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები, ასევე სხვა ნებისმიერი ბიზნესიდეა, გარდა პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვებისა.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics