00:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-17 15:52:39, 1130 ნახვა

საზოგადოება
გიული ალასანია - სააკაშვილთან პოლიტიკაზე არ მისაუბრია, ამ თემას თავს მე თვითონ ვარიდებ

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის გაუმჯობესებული, რადგან მას აქვს ტემპერატურა და წნევა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

როგორც ალასანიამ აღნიშნა, ის მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკაზე საუბარს თავს არიდებს, ვინაიდან არ უნდა, რომ გაანერვიულოს.

„მე თვითონ ვარიდებ ამ თემას თავს, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რათა დამატებით ნერვები არ ავუშალო. მისი ჯანმრთელობა უფრო მაინტერესებს ხოლმე. სიცხე გუშინ ჰქონდა 38 გრადუსამდე, წნევა 140/100-ზე. გამოჯანმრთელებამდე შორს ვართ. კვებას რაც შეეხება, ხორცს ვერ ჭამს, ცხიმიანს ვერ ჭამს. რაღაც ცოტ-ცოტას ახერხებს. მე ვერ ვხედავ ცვლილებას. სიცხე ისევ 38-მდე აქვს, წნევა 140/100-ზე, რანაირად არის მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესებული“, - განაცხადა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics