|
2023-06-14 12:46:02, 759 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - არ ვიცი, რა უნდა უთხრას ღარიბაშვილმა მიშელს, როცა ვენეციის კომისიის უარის შემდეგ დეოლიგარქიზაციის კანონი ჩუმად მიიღეს
მე არ ვიცი, რა უნდა უთხრას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შარლ მიშელს, რაც გუშინ გააკეთეს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით და როგორ უნდა აუხსნას, რომ ვენეციის კომისიის უარის შემდეგ, ეს კანონი ასე ჩუმად მიიღეს,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა. წითლიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს სათქმელი არაფერი არ აქვს. “რა უნდა უთხრას დეპოლარიზაციის შემცირებაზე, როდესაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავს ქვეყანას - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და "მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია; რა უნდა უთხრას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე 12-პუნქტიანი ვალდებულების ერთ-ერთი პუნქტია და სანქცირებული მოსამართლეები ჰყავს და როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან დაკავშირებით გააკეთეს ის, რაც გააკეთეს; რა უნდა უთხრას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც 12-პუნქტიანი ვალდებულებიდან ასევე ერთ-ერთია და რა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, როდესაც პრეზიდენტს ჩამოართვეს უფლება ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევაში მიიღოს მონაწილეობა. რეალურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სათქმელი არაფერი არ აქვს, საინტერესო იქნება რითი უნდა იმართლოს თავი, როცა ამბობს, რომ დასავლეთს "მეორე ფრონტი" უნდა, რომ დასავლეთი გვაიძულებს დავაკანონოთ ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რის გამოც არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს. მე არ ვიცი რა ექნება სათქმელი ირაკლი ღარიბაშვილს, მაგრამ ვხვდები რა იქნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კიდევ ერთი ძალიან მკაცრი პასუხი იმის შემდეგ, რაც გააკეთეს განსაკუთრებით გუშინ, როდესაც მიიღეს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დღემდე გვეუბნებიან, რომ შესაძლებლობის ფანჯარა ღიაა საქართველოსთვის და ეს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რომ ეს ფანჯარა სამუდამოდ დაიხუროს”, - განაცხადა ანა წითლიძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში იმყოფება. საქართველოს მთავრობის მეთაური დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება. რაც შეეხება "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტს, მას გუშინ, 13 ივნისს პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. მანამდე კი, გუშინ, 12 ივნისს ვენეციის კომისიამ "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით საბოლოო მოსაზრება გამოაქვეყნა. ვენეციის კომისიის დასკვნით, კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული და არ უნდა მოხდეს „სისტემური“ მიდგომიდან გადახვევა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)