|
2023-06-13 11:05:56, 978 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ეწვევა
საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი ეწვევა. აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ბრაიან პ. კემპი საქართველოს მეუღლესთან, მარტი კემპისთან ერთად ესტუმრება. საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ს საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, აგრეთვე სხვა მაღალჩინოსნებთან. საქართველოში ყოფნისას დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები. გუბერნატორი კემპი და დელეგაცია გამართავენ ორმხრივ შეხვედრებს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან, მოინახულებენ ჰუმანიტარულ თავშესაფარს, რომელიც აშენდა ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან პარტნიორობით, შეხვდებიან მარიეტას სახანძრო დეპარტამენტის წევრებს, რომლებიც ამჟამად სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების წვრთნებს საქართველოში ატარებენ და გამართავენ სხვა შეხვედრებს, რათა გააძლიერონ ურთიერთობა ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი სტუმრობს საქართველოს, რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე. საელჩოს ცნობით, ვიზიტის მიზანია, განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)