05:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-12 12:18:37, 875 ნახვა

საზოგადოება
სახალხო დამცველი - 83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, მეცნიერებათა აკადემიის ახალ პრეზიდენტთან, როინ მეტრეველთან დაკავშირებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ბექა ყორშიას სიუჟეტს ეხმაურება.

"83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია",- წერს იოსელიანი სოციალურ ქსელში.

"მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ახლადდანიშნულ როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველი აკა მამაცაშვილი. მან მეტრეველს არაფორმალური სახით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics