15:00 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 13:21:13, 780 ნახვა

ეკონომიკა
მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა

მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა. ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის 45-მა  მწარმოებელმა წარმოადგინა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ყველის ტრადიციულ სახეობებთან ერთად, ფესტივალის სტუმრები ახალ, ინოვაციურ პროდუქციასაც გაეცნენ. 

„სახელმწიფო მხარს  უჭერს მერძევეობის დარგის განვითარებას, როგორც პირველადი წარმოების, ასევე, გადამუშავების და საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების  დანერგვის მიმართულებებით. აღნიშნული ფესტივალიც, რომელიც  უკვე წლებია სამინისტროს მხარდაჭერით იმართება,  ემსახურება   მწარმოებლების აქტიურ მხარდაჭერას და ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ.

ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარის, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარის, ანა მიქაძე-ჩიკვაიძის  თქმით, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება, მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს; ეს არის გარკვეული წარმატება, როდესაც სექტორს აქვს საკუთარი ფესტივალი და უამრავი მომხმარებელი ელოდება  მას წლიდან წლამდე.  

ფესტივალის სტუმრებს საქართველოში წარმოებული ყველის არაერთი სახეობის, მათ შორის: დამბალხაჭოს, ჩეჩილის, ტენილის, სულგუნის, თაფლსა და ღვინოში დავარგებული ყველის, შებოლილი სულგუნისა და თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაციისა და ყიდვის საშუალება ჰქონდათ.

ყველის ფესტივალს,  რომელიც ქართული ყველის მწარმოებელთა  გილდიის ორგანიზებით ჩატარდა, მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა.  ღონისძიების  მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics