09:28 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 11:46:35, 796 ნახვა

საზოგადოება
მედია - რუსი მოციგურავეები დიანა დევისი და გლებ სმოლკინსი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ

რუსეთის ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ მოციგურავე წყვილს, დიანა დევისსა და გლებ სმოლკინს სპორტული მოქალაქეობის შეცვლის უფლება მისცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Skating Lesson-ი ავრცელებს.

პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახლა ისინი საქართველოს გუნდში იასპარეზებენ, ხოლო  ახალი სტატუსით სპორტსმენების დაშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ISU-მ (საერთაშორისო ციგურების კავშირი) უნდა მიიღოს, რაც შესაძლოა, მომავალ კვირას მოხდეს ან ოქტომბრამდე გადაიდოს. 

"მომავალ კვირას, ISU (საერთაშორისო ციგურების კავშირის) საბჭო შეიკრიბება და შესაძლოა გადაწყვიტოს - დაუშვას თუ არა რუს მოციგურავეებს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა. ამასთან, გადაწყვეტილების მიღება შეიძლება ოქტომბრამდე გადაიდოს",- ნათქვამია The Skating Lesson-ის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სპორტული მოქალაქეობის შესაცვლელად მოციგურავე წყვილი ერთი წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ახალ ქვეყანაში და არ უნდა ასპარეზობდნენ რუსეთისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics