|
2023-06-02 11:29:18, 1202 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალი, საიუბილეო სეზონზე, მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება
„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს. წელს, ფესტივალის საიუბილეო, მეხუთე სეზონზე განსაკუთრებით საინტერესო პროგრამას და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გთავაზობთ. ფესტივალი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. შესრულდება შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. 11 დღიან პროგრამაში ვიხილავთ კლასიკური მუსიკის ისეთ გამოჩენილ სახეებს, როგორებიც არიან: მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი. მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ქართველი ვარსკვლავები: გიორგი გიგაშვილი და 13 წლის „ვუნდერკინდი“, ცოტნე ზედგენიძე. ორ კონცერტს გამართავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. 2 სექტემბრის პროგრამა ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. სცენაზე ვიხილავთ მეცო-სოპრანო ირინა შერეზადაშვილს და პიანისტ ნინო ჟვანიას. მსახიობ ნინო კასრაძის პერფორმანსი: ჟან კოქტო - „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს წინანდლის ფესტივალს. წინანდლის ფესტივალის წიაღში 2019 წელს დაბადებულ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს წელს, მუსიკოსები 7 ქვეყნიდან - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თუქრმენეთი უერთდებიან. „თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ შეიძინოთ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები 25%-მდე ფასდაკლებით და დაესწროთ წინანდლის ფესტივალს. ნაკრებების შესაძენად, გთხოვთ დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე 032 2 27 27 00. *„თიბისი კონცეპტის“ მომხმარებლებს, ფესტივალის ცალკეული ბილეთების შეძენა შეგიძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით tkt.ge-ის ვებგვერდზე.
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)