00:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-01 18:17:46, 962 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი ზელენსკიზე - საქართველოს მიმართ უნამუსოდ უსამართლო დამოკიდებულება აქვს

არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და უნამუსოდ უსამართლო, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის  ევროპული პოლიტიკური გაერთიანების, მეორე სამიტის ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებებს.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, მმართველ პარტიას აქვს ფიქრის საფუძველი, რომ ზელენსკის დამოკიდებულება არის მიკერძოებული, რომელიც მიმართულია ოპოზიციის მხარდასაჭერად, ამის მიზანი კი, საქართველოს ომში ჩართვაა.

"მონობა რაში დაინახა, რას გულისხმობს? არასწორად ლაპარაკობს და არასწორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ, დამამცირებელი და აბსოლუტურად უსამართლო, უნამუსოდ უსამართლო. გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს არის ის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელიც მიმართულია იმ ოპოზიციის მხარდასაჭერად, ვისაც საქართველოში რევოლუცია სურს. ერთადერთი მიზნით, რომ საქართველო ჩაერთოს საომარ მოქმედებებში", - ასე გამოეხმაურა 

ცნობისთვის, დღეს, 1-ელ ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მეორე სამიტის ფარგლებში განაცხადა, რომ საქართველო და ბელარუსი "სხვადასხვა გზით უკანონობაში ჩაითრიეს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics