02:26 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-30 18:12:29, 743 ნახვა

პოლიტიკა
რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა, ქვეყნების სიაში აფხაზეთი დაამატა

რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა, ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული აფხაზეთი, როგორც ცალკეული ქვეყანა, დაამატა.

აქამდე ავიაკომპანიის ვებგვერდზე აფხაზეთი არ იძებნებოდა და დღეს ქვეყნების ჩამონათვალს ოკუპირებული რეგიონიც დაემატა.

19 მაისს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ივნისიდან სოჭი-თბილისი-სოჭის და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვის საჰაერო ხაზებზე ოპერირებას ავიაკომპანია Red Wings-იც დაიწყებს.

ცნობისთვის, სარეგისტრაციო ქვეყნების გრაფაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსულ ავიაკომპანია "აზიმუტსაც" ჰქონდა მითითებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics