15:08 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-26 15:25:38, 1001 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისს მცხეთაში აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების საააგენტო  მოქალაქეებს მცხეთაში, ცენტრალურ მოედანზე მასპინძლობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ  ადგილობრივი მეწარმეების მიერ  წარმოებულ პროდუქციას.  მოწყობილია ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე, ტარდება კულინარიული მასტერკლასი, რაც მოიცავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადგილობრივი კერძების თანამედროვე ვერსიების მომზადებას. 

„ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისათვის მოწყობილია შემეცნებითი სივრცე, ასევე იმართება ბასტი-ბუბუს კონცერტი და საბავშვო სპექტაკლი; გამოფენილია თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა.

სამახსოვრო ფოტოების გადასაღებად, მოწყობილია ფოტოზონა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ქვეყნის მნიშვნელოვანი  თარიღების, ღირსშესანიშნაობების, ასევე აღნიშნულ რეგიონთან  დაკავშირებული ქართველი მწერლებისა და მხატვრების შესახებ  გამოფენა.

17:10 სთ-ზე,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო, საზეიმოდ აღინიშნება. დღის განმავლობაში, ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით  გაიმართება კონცერტები.  

26 მაისის აღსანიშნავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქ. მცხეთაში, ქ. ქუთაისსა და ქ. ოზურგეთში სხვადასხვა აქტივობით არის წარმოდგენილი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
უკრაინამ სანქტ-პეტერბურგში სამიზნეები დაბომბა
ბათუმში უვადო პატიმრობა მიუსაჯეს არასრულწლოვანის გაუპატიურებაში ბრალდებულს
მიხაელ როთი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე – სირცხვილი! საწყალი საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics