|
2023-05-25 12:00:22, 671 ნახვა
საზოგადოება
Europris-თან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს
ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპული ორგანიზაციის (EuroPris) აღმასრულებელ დირექტორ გუსტავ ტალვინთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რის საფუძველზეც 2023 წლის ნოემბერში საქართველო პენიტენციური სამსახურების მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ნოემბერში დაგეგმილი მაღალი დონის კონფერენციის თემა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესში არსებული ინოვაციები იქნება. "კონფერენცია საერთაშორისო ხასიათისაა და მასში პარტნიორ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრები, პენიტენციური სისტემების გენერალური დირექტორები და სფეროს ექსპერტები მიიღებენ მონაწილოებას. კონფერენციის პარტნიორია ასევე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL). მინისტრმა Europris-ის აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ევროპრიზი წარმოადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პენიტენციური სისტემების გაერთიანებას, რომლის წევრი საქართველოცაა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)