21:58 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-19 10:58:39, 1044 ნახვა

მსოფლიო
ჩინეთი შიდა ტრანსპორტირებისთვის ვლადივოსტოკს გამოიყენებს

ჩინეთი გამოიყენებს ვლადივოსტოკს, როგორც სატრანზიტო პორტს შიდა ვაჭრობისთვის, - ამის შესახებ, იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფისი ვლადივოსტოკში ჩინეთის მთავარ საბაჟო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებულ ცნობაში წერია, რომ ვლადივოსტოკის, როგორც შიდა პორტის გამოყენება გააუმჯობესებს საქონლის ლოჯისტიკას ჩრდილოეთ პროვინციებიდან ჯილინიდან და ჰეილონჯიანიდან. ახლა ტვირთი მიეწოდება სამხრეთ ჩინეთის პორტებს დაახლოებით 1000 კმ მანძილზე. ვლადივოსტოკამდე მარშრუტი დაახლოებით 200 კმ იქნება ერთი საბაჟო ზონის ფარგლებში. ლოგისტიკის ცვლილება ჩინეთის გეგმის ნაწილია ჩრდილოეთ ტერიტორიების ინდუსტრიის აღორძინების მიზნით. ამავდროულად, VPost-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ჯერ არ არის ნათელი, გაუმკლავდება თუ არა ვლადივოსტოკი ახალი ტვირთის ნაკადს.

რუსეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა. ჩინეთმა რუსული ოქროს შესყიდვები 2022 წლის ივლისში 50-ჯერ გაზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პლატინის მარაგი 300-ჯერ გაიზარდა.
ამავდროულად, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს, უარი თქვა მხარდაჭერაზე Power of Siberia-2 პროექტი, რომლის მიხედვითაც რუსეთი გეგმავდა ჩინეთის ყოველწლიურად 50 მილიარდი ტონა გაზის მიწოდებას მონღოლეთის გავლით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics