|
2023-05-18 15:33:28, 754 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი დააზიანებს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ ჩვენს სწრაფვას
უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ პარლამენტში მედიის წარმომადგენლებს უთხრა, მმართველ პოლიტიკურ პარტიას ეშინია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დააზიანებს. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ასეთ შემთხვევაში, მთავრობას აქვს უფლება, რომ პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა არ მისცეს. "ეს არის საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლება, რომ თუ მაგალითად, მთავრობას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არ წაადგება საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ შემთხვევაში, მთავრობას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, პრეზიდენტს არ მისცეს თანხმობა ვიზიტზე. ჩვენ გვეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ჩვენს სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტის განცხადებები საქართველოს პარლამენტის შენობაში როცა მას ჰქონდა მოხსენება და დამეთანხმებით, რომ ეს განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს სურვილს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ პარლამენტი მხოლოდ ფორმალურად ასრულებს რეკომენდაციებს და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დამაზიანებელი განცხადებები. უმჯობესია, რომ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი",- ამბობს კობახიძე. შეგახსენებთ, გუშინ, 17 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფოორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობას თანხმობა ამ დრომდე არ გაუცია. სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს უნდა მიმართოს. თავდაპირველად, მისი ვროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა 18 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი გადაიდო. როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მაშინ განმარტა, ვიზიტის გადადების მიზეზი მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესი გახდა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)