17:14 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 15:00:22, 552 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი - ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს უკეთებს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას

ოპოზიციის რადიკალური ნაწილი საბოტაჟს  უკეთებს  ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, "დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად,  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას".

"ყველა დაინტერესებულმა პირმა  კარგად  უნდა დაინახოს ვინ ექცევა უპატივცემულოდ საკუთარ მანდატს, არაფრად აგდებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და სხვა დეპუტატების ხმის უფლებას
დავით უსუფაშვილი, რომელმაც კენჭისყრის დაწყებამდე თითქოს კონსესუსი შემოგვთავაზა, როგორც კი დაინახა, რომ კონსესუსით აირჩეოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, დატოვა დარბაზი სხვა რადიკალ ოპოზიციონერებთან ერთად

დღეს სწორედ იმ დეპუტატებმა დატოვეს დარბაზი კენჭისყრის ჩასაშლელად,  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელს რომ უშლიან ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ევროპულ გზას",- წერს წილოსანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics