|
2023-05-11 18:29:25, 808 ნახვა
მსოფლიო
რუსეთი გეგმავს ძებნილთა სიაში შეიყვანოს მოსამართლეები, რომლებმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცეს
რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი გეგმავს ძებნილთა სიაში შეიყვანოს მოსამართლეები, პროკურორი და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) თავმჯდომარე, რომლებმაც ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გამოსცეს - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბასტრიკინი ავრცელებს. საუბარია პროკურორ კარიმ ხანზე, რომელმაც მოითხოვა პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერის გაცემა და მოსამართლეებზე ტომოკო აკნე, როსარიო სალვატორე აიტალა და სერხიო გერარდო უგალდე გოდინესი, რომლებმაც ეს ორდერები გასცეს. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)