04:09 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 13:53:26, 924 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გერმანიის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს დირექტორს, პოლკოვნიკ მანფრედ კლაფუსსა და ბიუროს სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გერმანელ სტუმრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, დავით სუჯაშვილი მიესალმა და ვიზიტისა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაწეული თანმიმდევრული, პრაქტიკული და ფინანსური მხარდაჭერისთვის, თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნეს. ვიზიტისა და საუბრის ძირითად თემას საქართველოში ნატოსთან თავსებადი ეროვნული კოდიფიკაციის ბიუროს ჩამოყალიბების პროცესისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების მხარდაჭერა წარმოადგენდა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კოდიფიკაციის განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა დავით მამულაიშვილმა და პოლკოვნიკმა მანფრედ კლაფუსმა, რომელიც ამავდროულად ნატოს კოდიფიკაციის კომიტეტის თავჯდომარეა.

თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს თავდაცვის ძალებსა და მის ლოჯისტიკურ სამსახურებს ნატოელ პარტნიორებთან უფრო მეტად თავსებადს გახდის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics