11:34 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-29 16:33:43, 961 ნახვა

პოლიტიკა
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა რეზიდენციაში უმასპინძლა

საქართველოსა და თურქეთს შორის, მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა  ალი ქაან ორბაიმ რეზიდენციაში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას  ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსი, ლევან კაკავა, მისი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის წარმომადგენლები. 

მიღებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა  ალი ქაან ორბაიმ. უწყების ხელმძღვანელმა ელჩს მაღალი დონის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და თურქი ხალხისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. 

რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა  მადლობა გადაუხადა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს რთულ ვითარებაში მყისიერი დახმარებისთვის და იმ მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც საბაჟო დეპარტამენტი,  მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო, ჰუმანიტარული ტვირთების სწრაფად გატარების კუთხით ახორციელებს. 

შეხვედრის დასასრულს, თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა  ღონისძიების მონაწილეებს მადლობის სიგელები და  სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალშიც  წარმატებით გაგრძელდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics