11:33 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-28 23:31:28, 1052 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე - ეს არის ძალიან დიდი წარმატება იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია

გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, არის ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ჩადენილი დარღვევების შესახებ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოგროვებისა და ანალიზის შემდგომ, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 20 იანვარს, სასამართლომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, სადაც რუსეთი კიდევ ერთხელ გამტყუნდა. 

„გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, არის ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ იმ დავების შესახებ, რომლებიც იყო რუსეთის წინააღმდეგ. პირველი – ეს იყო ე.წ. დეპორტირებულების საქმე, რომელზეც უკვე არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება. რუსეთს  დაეკისრა უკანონოდ დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონის გადახდა; შემდგომ – ეს იყო 2008 წლის ომის საქმე, სადაც 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების თანახმად, დადგინდა ის დარღვევები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე და ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა ის ფაქტი, მათ შორის, სამართლებრივად, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. შემდგომ გაგრძელდა ეს საქმე და ჩადენილი დარღვევების შესახებ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოგროვების და ანალიზის შემდგომ, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 20 იანვარს, სასამართლომ მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics