12:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 16:03:06, 612 ნახვა

საზოგადოება
ალასანიას განცხადებით, სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდთან დაკავშირებით, კამერების ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის ეპიზოდის დასადასტურებლად, კლინიკა "ვივამედში" დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ექსპრეზიდენტმა გონება დაკარგა, პალატაში მორიგე ექთანი იმყოფებოდა და ის შემთხვევის თვითმხილველია.

"წამოიწია და იგრძნო ცუდად თავი, სასწრაფოდ მე ვუთხარი - მიწექი, დაისვენე, არ ადგე. დღეს არის სწორედ ის ქალბატონი ექთანი, რომელიც იმ დღეს იყო, როცა მოხდა [გონების კარგვის ეპიზოდი], მის ხელში მოხდა, ის არის სწორედ მოწმე როგორ დაკარგა გონება... მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოქვეყნდეს კამერის ჩანაწერი და ყველაფერი ნათელი გახდება ყველასთვის. სამკითხაო არაფერი აღარ იქნება", - განაცხადა გიული ალასანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics