14:02 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 19:52:07, 1144 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს ევროპულ ოჯახში ხედავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე ყველამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა საჭიროა ქვეყანამ გააძლიეროს რეფორმები, ყოველდღიური აქტივობა და საქმიანობები, რომლის საჭიროებაც ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან მომდინარეობს.

მინდა, აღვნიშნო, რომ მრგვალი მაგიდის გარშემო ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ძალიან პოზიტიურად გამოხატავდნენ ჩვენთან მიმართებით დამოკიდებულებას. თითქმის ყველამ აღნიშნა, რომ ისინი მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას. ყველამ ცალსახად, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ხედავენ საქართველოს ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გზავნილია, რათა გავაძლიეროთ ჩვენი რეფორმები, გავაძლიეროთ ყოველდღიური აქტივობა და საქმიანობები, რომლის საჭიროებაც მომდინარეობს ევროკომისიის მიერ მოცემული რეკომენდაციებიდან. ამ მიმართულებით მე დავარწმუნე და ცალსახად, ხაზგასმით გავუზიარე ჩემს კოლეგებს, რომ საქართველო ევროპული ინტეგრაციის კუთხით მყარად დგას რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაზე და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემატიკაზე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო საქართველოს ევროინტეგრაციის ხვალინდელი დღე“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics