14:02 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 13:31:43, 696 ნახვა

პოლიტიკა
ლანდსბერგისი - ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა ითამაშონ

ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა ითამაშონ,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

მისი თქმით, ლიეტუვა საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგული რჩება.

"საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შანსი, წარმოადგინოს რეფორმები. ვფიქრობ, მას ბევრ შეკითხვას დაუსვამენ. აქამდე არ გვინახავს ისეთი რამ, რაც ჩვენს ოპტიმიზმს წინ წაწევდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური კავშირებისკენ მიმავალი გზის მიმართ და როგორც უკვე ვთქვი, ბურთი საქართველოს მოედანზეა და მათ უნდა ითამაშონ",- განაცხადა ლანდსბერგისმა.

ცნობისთვის, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთანაც გამართავენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics