15:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 15:06:51, 725 ნახვა

პოლიტიკა
კორძაია - „ქართული ოცნება“ ვალშია სასამართლო კლანთან და მას მფარველობს

"ქართული ოცნება" მფარველობს სასამართლო კლანს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა მას შემდეგ, რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა.

კორძიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები "ვალში არიან სასამართლო კლანთან". 

"ქართული ოცნება" მფარველობს სასამართლო კლანს. ამაზე მეტ ლუსტრაციას დღევანდელი ხელისუფლებისა თავად კომისიის შექმნაც კი ვერ შეძლებდა, რაც თავად გააკეთეს ამ ორი დღის განმავლობაში. არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ მათ ამის გაკეთების, ერთადერთი არის ის, რომ უბრალოდ ისინი ვალში არიან სასამართლო კლანთან და მფარველობენ მათ", - განაცხადა თამარ კორძაიამ. 

შეგახსენებთ, დღეს, 19 აპრილს პარლამენტში მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ გაიმართა. პლენარულ სხდომაზე კვორუმი არ შედგა, რადგან "ქართული ოცნების" დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 18 აპრილს საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ასევე კვორუმის არ არსებობის გამო არ გაიმართა. 

მოსამართლეებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 4 ქართველ მოსამართლეს სანქციები დაუწესა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics