15:18 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-19 13:15:45, 752 ნახვა

პოლიტიკა
ოზურგეთის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]

ოზურგეთის მუნიცპალიტეტის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირებაა მოხდა. ხმაური და დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ბიუჯეტის 2/3 ათვისება ვერ მოხერხდა. 

საკრებულოს ოპოზიციის თქმით, მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს 92%-იანი შესრულება მხოლოდ წარმომადგენლობითი ხარჯების მხრივ აქვს.

"თქვენივე წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის საერთო შესრულება გაქვთ 72%. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, 2/3 ბიუჯეტის ვერ აითვისეთ. სამაგიეროდ, ხელფასების მიმართულებით წარმომადგენლობითი ხარჯების შესრულება გაქვთ 92%. ბიუჯეტის ფულს ჯიბეში იდებთ და ამ დროს სამუშაოს ვერ ასრულებთ", - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თათია ნიკოლაშვილმა.

ოზურგეთის მერის პირველი მოადგილის, გიორგი ღურჯუმელიძის თქმით, ბიუჯეტი შესრულდა.

"ექსტრემისტული პოლიტიკური დაჯგუფება ცდილობს, საკრებულოს ყველა სხდომა დესტრუქციით დაიწყოს და არ მოგვცეს თავისუფლად მუშაობის საშუალება. ოზურგეთს გამოუცხადეს ბოიკოტი, ბიუჯეტს გამოუცხადეს ბოიკოტი", - განაცხადა ღურჯუმელიძემ.

აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომა ბოიკოტის ნიშნად დატოვეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics