21:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 14:54:35, 1284 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანტონელა ბასანის შეხვდა. 

მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის საკითხები და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ახორციელებს სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებს ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლების გაზრდა და კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პოტენციალის გამოყენება, ინფრასტრუქტურის გაძლიერება საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, ადამიანური კაპიტალის პროექტი, ინოვაცია და ციფრული განვითარება და სხვა. 

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის გუნდს, ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობისა და მდგრადობის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics