20:45 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-06 17:21:10, 740 ნახვა

პოლიტიკა
დეგნანი კობახიძეზე - არ ვიცი რაზე საუბრობს, მაგრამ მე დასამალი არაფერი მაქვს

არ ვიცი, ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი, - ასე პასუხობს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას.

როგორც დეგნანმა "მთავარი არხის" ეთერში თქვა, აშშ-ს საქართველოსთან "მეორე ფრონტის" გახსნაზე არასდროს უსაუბრია.

"საუბრების მოსმენებზე? ყველა ქართველი იქნება ძალიან შეშფოთებული, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. არ ვიცი რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი.

მე გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, საქართველოსთვისთვის არასდროს გვითქვამს "მეორე ფრონტი" გაეხსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, სადაც საქართველო იმყოფება. საქართველოს 20% არის ოკუპრებული რუსეთის მიერ და ჩვენ ვხვდებით ამ ძალიან დიდ ზეწოლას, რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოზე. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი კარგად და არავინ არ სთხოვს საქართველოს ამას. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო, ნებისმიერი სხვა ქვეყანა ამ ომში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ომი. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია შეაჩეროს. რა თქმა უნდა, აშშ-ს არანაირი სურვილი არ აქვს, რომ რამენაირად ეს გავრცელდეს სადმე", - თქვა კელი დეგნანმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 5 აპრილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბევრი თემა აქვთ", მათ შორის სატელეფონო საუბრებში "რას ითხოვდნენ" ხელისუფლების მხრიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics