17:10 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 16:19:55, 716 ნახვა

საზოგადოება
ჩხაიძე სააკაშვილზე - პაციენტი 64 კგ-ს იწონის - წინა მონაცემთან შედარებით მომატებულია

დღეისთვის პაციენტი იწონის 64 კგ-სა და 400 გრამს. ეს არის წინა მონაცემთან შედარებით მომატებული,- ამის შესახებ კლინიკა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მესამე პრეზიიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექსპრეზიდენტი სამკურნალო პროცედურებსა და მედიკამენტების მიღებაზე ისევ უარს აცხადებს.

"ვერ იღებს პაციენტი საკვებს, თუმცა იღებს ბევრად უფრო ძნელად ასათვისებელ საკვებს, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ. უარს აცხადებს სამკურნალო დანიშნულების მიღებაზე. ყველაფერი - ყველა მისი მოძრაობა, ყველა მისი უარი, თანხმობა ფიქსირდება სამედიცინო ბარათში. მედიკამენტებზე, სამკურნალო დანიშნულებასა და სამკურნალო პროცედურაზე უარს ამბობს", - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. 

ცნობისთვის, დღეს, 28 მარტს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ თქვა, რომ სააკაშვილის წონა 58 კგ-ია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics