|
2023-03-27 16:24:58, 772 ნახვა
საზოგადოება
Global Finance-მა „თიბისი“ 2023 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემამ Global Finance-მა „თიბისი“ 2023 წელს საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. გამარჯვებული ბანკების გამოსავლენად, Global Finance-მა სხვადასხვა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა. მათ შორის, მიმდინარე წელს ბანკების აქტივების ზრდა, მომგებიანობა, გეოგრაფიული მიღწევები, სტრატეგიული ურთიერთობები, ახალი ბიზნესის განვითარება და ინოვაციური პროდუქტები. ასევე, გაითვალისწინეს შემდეგი სუბიექტური კრიტერიუმებიც: კაპიტალის და საკრედიტო რეიტინგის ანალიტიკოსების, საბანკო საქმის ექსპერტებისა და ინდუსტრიაში ჩართული სხვა პირების მოსაზრებები. „წლევანდელი დაჯილდოების გამარჯვებულები ის ბანკები გახდნენ, რომლებიც ყურადღებით აკვირდებიან თავიანთი კლიენტების საჭიროებებს და რომლებმაც ძლიერი შედეგების მიღწევით საფუძველი ჩაუყარეს მომავალ წარმატებას. ისინი გონივრულად მართავდნენ თავიანთ აქტივებსა და ვალდებულებებს სწრაფად ცვალებად ფინანსურ გარემოში,“ - ჯოზეფ ჯარაპუტო, Global Finance-ის დამფუძნებელი და სარედაქციო დირექტორი. „ეს აღიარება ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, Global Finance-მა საუკეთესოდ ბანკად დაგვასახელა საქართველოში და რაც აუცილებლად ხაზგასასმელია, ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მომხმარებელზე და მის საჭიროებებზე ზრუნვა იყო. ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ ადამიანებს ცხოვრება გაუმარტივოს, ეს აღიარება კი ამის ნათელი დადასტურებაა. „თიბისისთან“ ერთად Global Finance-ის დაჯილდოებაში მსოფლიოს წამყვანი ბანკები მონაწილეობენ, ვფიქრობ, მათ გვერდით ამ გამარჯვების მოპოვება ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა,” - ვახტანგ ბუცხრიკიძე, „თიბისის“ გენერალური დირექტორი. ჟურნალი Global Finance-ი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ. გავლენიანი გამოცემა უკვე 36 წელია მსოფლიოში სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით საუკეთესო ბანკებს ასახელებს. საერთაშორისო ჟურნალი მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და დიდი ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში. Global Finance-ი რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო შედეგების მქონე ბანკებსა და ფინანსური სერვისების სხვა მიმწოდებლებს. მსოფლიოს ფინანსური საზოგადოებისთვის კი, Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო და ობიექტური სტანდარტია.
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)