18:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-26 18:51:04, 978 ნახვა

საზოგადოება
მთავარეპისკოპოსი იაკობი - ვინმე გაბედავს პუტინის დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? - ვიდეო

ვინმე გაბედავს პუტინის დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? - თავს იტყუებენ - ამის შესახებ, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

"რა გააკეთეს ახლა, ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ომის დამნაშავედ შეირაცხა, სასამართლომ გასცა მისი დაკავების ბრძანება. მე არ ვიცი, ომი რომ მიმდინარეობს - თავს იტყუებენ, თუ ვის დააკავებს. მაშინვე ჩინეთმა რა გააკეთა, ჩავიდა [რუსეთში] და შეხვდა იმას [პუტინს] ხომ, ანუ არაფრად ჩააგდო იმიტომ რომ იმ სასამართლოს [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] წევრები არ არიან არც ამერიკა, არც ჩინეთი, არც რუსეთი არის და იმათთვის არაფერს ნიშნავს. თუ არ მოუგე რუსეთს, როგორ გინდა დაიჭირო. საინტერესოა, ქვეყანაში რომ ჩააკითხონ, ვინმე გაბედავს დაჭერას? უნდა ვინმეს არეულობა? თავიანთთან რომ არეულობა არ იყოს და უკრაინის გარეთ რომ არ გავიდეს, ფულს ხომ მაგაში იხდიან, იარაღითაც ხომ მაგიტომ აიარაღებენ ადამიანებს. ამიტომ დაფიქრება გვმართებს" - განაცხადა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა.

შეგახსენებთ, 17 მარტს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 

აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა თქვა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი გერმანიის მიწაზე ფეხს დადგამს, მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი დაუყოვნებლივ გაიცემა.

 

 









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics