12:00 - 15 Jun, 2026
|
2023-03-22 16:50:19, 1507 ნახვა
რეგიონი
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია გაიმართა
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კასპის მუნიციპალიტეტში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“, კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში დასუფთავების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაასუფთავეს ქალაქში შემოსასვლელი და მდინარე ლეხურის მიმდებარე ტერიტორია. ნარჩენის გატანა ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობა“-მ უზრუნველყო. კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში ხეების დარგვის აქციაც გაიმართა. დასუფთავების აქციასა და ნერგების დარგვის პროცესში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(იპ)ი „კასპის კეთილმოწყობა“ს- თანამშრომლები მონაწილეობდნენ. კასპის მუნიციპალიტეტი დასუფთავების და ხეების დარგვის აქციებს პერმანენტულად ატარებს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)