22:43 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-19 17:05:20, 1158 ნახვა

საზოგადოება
ალასანია სააკაშვილზე - საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო - ნამდვილად ასეა, ცარიელი ჩონჩხია

საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო, ნამდვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა, არის ცარიელი ჩონჩხი - გული გაგიჩერდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, პოლონელი ექიმები ექსპრეზიდენთან ვერ ჩამოდიან, რადგან საქართველო ნებართვას არ გასცემს.

„საშინელება მე რომ მკითხოთ, ამაზე უარესი უკვე სიკვდილია. საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეს ჰგავსო, ნამდვილად ეგრეა. როგორც კი წამოიწევა არის ცარიელი ჩონჩხი, გული გაგიჩერდება. [პოლონელი ექიმები] ვერ ჩამოდიან, ფაქტია იმიტომ, რომ ის ხალხი გამზადებულია მთელი აღჭურვილობით, თავიანთი მანქანით, რომელშიც ყველაფერია იმისთვის, რომ გაისინჯოს ადამიანი, დაწერონ დასკვნა, მაგრამ ფაქტია, რომ ვერ ჩამოდიან, რადგან ნებართვას აქედან არ აძლევენ, მით უმეტეს, რომ 27 ქვეყანა მიმართავდა“, - ამბობს ალასანია.

ცნობისთვის, დღეს, 19 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, რომ პოლონელი ექიმების საქართველოში ჩამოსასვლელად თანხმობა გასცეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics