12:26 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 19:25:29, 1470 ნახვა

ომი უკრაინაში
„ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებები მუშაობს“ - ზელენსკი სლოვაკეთის მხრიდან MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.

ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა სამხედრო დახმარების უკრაინელი სამხედროებისთვის გადაცემის გადაწყვეტილების გამო.

ზელენსკის თქმით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებები მუშაობს და დასძინა, რომ სიამოვნებით გააგრძელებს კომუნიკაციას სლოვაკეთის მთავრობის მეთაურთან კიევში.

შეგახსენებთ, დღეს, 17 მარტს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერსმა განაცხადა თანხმობა, MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადასაცემად.

გარდა ამისა უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამაც განაცხადა. მისი თქმით, 4 საბრძოლო თვითმფრინავს პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში გადასცემს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics