|
2023-03-17 16:51:22, 1948 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვის ტრენინგები იწყება
რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამას მარტის ბოლოდან იწყებს და მასში ჩართვა აჭარაში მოქმე გიდებს, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ შეუძლიათ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, წელს, პირველად ტრენინგები ჩატარდება აჭარაში მოქმედი თურქულენოვანი გიდებისთვის, რომლებიც ბათუმისა და აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდებიან. ტრენინგების გავლისას, გიდის პროფესიის დაუფლებისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების შესწავლის საშუალება მიეცემა დამწყებ გიდებსაც. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სატრენინგო პროგრამას სთავაზობს რეგიონში მოქმედი განთავსებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს. განთავსების ობიექტების ეფექტური მუშაობის მიმართულებით ჩატარდება ტრენინგები მმართველი რგოლისათვის (მეპატრონეები, მენეჯერები), ასევე მიმღები განყოფილების თანაშრომლების, დასუფთავების სამსახურის მენეჯერ-სუპერვაიზერებისა და დიასახლისებისათვის. აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას გაივლის რეგიონში ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ადგილების კვების ობიექტების მზარეულები. სატრენინგო პროგრამებში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ სერვისის განვითარების ვებპორტალზე http://serviceajara.ge/, სადაც განთავსებულია საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამის კალენდარი. საგაზაფხულო ტრენინგ-პროგრამებისას ჯამში 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)