|
2023-03-17 14:15:18, 1000 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგიამ და კატარის სახელმწიფოს გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
კატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია კატარის სახელმწიფოს გარემოსა და კლიმატის ცვლილების მინისტრს, შეიხ ფალეჰ ბინ აჰმედ ბინ ალი ალ თანის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების ფონზე გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების მნიშვნელობის საკითხი განიხილეს. ოთარ შამუგიამ დეტალურად ისაუბრა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე და გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, წყლის რესურსების მართვის, დაცული ტერიტორიების გაფართოების, ნარჩენების მართვის და სხვა მიმართულებებით. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას წყლის რესურსების, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და კონტროლის, ბიომრავალფეროვნების, ერთობლივი გარემოსდაცვითი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული რისკების შერბილების მიმართულებით. კატარის გარემოს დაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას კატარის სახელმწიფოში ვიზიტისთვის და განაცხადა, რომ უწყებებს შორის გარემოს დაცვის სფეროში შემუშავებულ მემორანდუმს ახალ ეტაპზე გადაჰყავს არსებული თანამშრომლობა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას. „მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი კვლევების ჩატარება ხელს შეუწყობს ურთიერთობის განვითარებას არა მხოლოდ გარემოს დაცვის სფეროში, არამედ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე. შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ერთად, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
„როსატომმა“ კურსკის ატომურ ელექტროსადგურზე დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადა
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)