14:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 09:09:03, 1410 ნახვა

მსოფლიო
კირბი - შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

სამშაბათს, ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას კირბიმ თქვა, რომ აშშ-ის ინტერესებში არ არის, სხვამ ჩაიგდოს ხელში სადაზვერვო უპილოტო აპარატი, რომელიც რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად დაზიანდა.

აშშ-ის ხელისუფლება  გეგმავს, რუსული ავიაგამანადგურებლისა და ამერიკული სადაზვერვო დრონის შეჯახების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროოს.

ცნობისთვის, გუშინ, 14 მარტს რუსული "სუ-27" მოიერიშე თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს - MQ-9-ს შეეჯახა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics