13:10 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-10 09:47:04, 1082 ნახვა

პოლიტიკა
თუ უკვე ქვეყანაში ხართ, ხალხმრავალ ადგილებს მოერიდეთ - რუსეთი მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან, უნდა მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ცენტრებს.

"რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. თუ უკვე ქვეყანაში ხართ, გირჩევთ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, კერძოდ, ბათუმისა და თბილისის ისტორიულ ცენტრებს.

დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში ორგანიზებული ტურისტებისთვის მოქმედებს ტურისტთა დახმარების ასოციაციის ტელეფონი. ტურისტებს, რომლებიც ინდივიდუალურად მოგზაურობენ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებას. შვეიცარიის საელჩო წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს საქართველოში",- ნათქვამი განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics